გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის კმ93-კმ99 და კმ105-კმ107 ზვავსაშიშროება მოიხსნა და გზის სავალ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები, როგორც გუდაურის, ასევე კობის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მეორე ნაწილზე (კმ100-კმ104) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ გუდაური-კობის მონაკვეთზე ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია.