ევროკავშირის საავტომობილო ბაზარს 2020 წელს ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი ჰქონდა

ევროკავშირში ახალი ავტომობილების გაყიდვებმა 2020 წელს 23,7%-ით იკლო, ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია - ACEA ავრცელებს. ეს არის ყველაზე სერიოზული ვარდნა 1990 წლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია აწარმოებს სტატისტიკურ კვლევას.

2020 წელს ევროკავშირში 9,94 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. ერთადერთი თვე, როცა გაყიდვები გაიზადა, იყო სექტემბერი(+3,1%).

ცალკეული ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა ესპანეთში -32,3%., იტალიაში -27,9%, საფრანგეთში -25,5%, გერმანიაში 19,1%. დიდ ბრიტანეთში კი, რომელიც უკვე არ შედის ევროკავშირში, 2020 წელს 1,63 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც 29,4%-ით ნაკლებია 2019 წელზე.

რაც შეეხება ბრენდებს, უწინდებურად ლიდერია VW Group, რომელსაც გაყიდვების კლების მიუხედავად გაეზარდა წილი ბაზარზე, ახლა მასზე მოდის გაყიდული ავტომობილების 25,6% (24,9% იყო 2019 წელს). მეორე ადგილზეა ფრანგული PSA Group (15,2% წინა წელს 16,4%). შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ფრანგული კონცერნის ჩამორჩენა გერმანულ კონცერნთან, თუმცა უკვე 2021 წელს ის შეძლებს მნიშვნელოვნად დაახლოებას გერმანელ კონკურენტთან, ვინაიდან მის გაყიდვებში შევა ახალი კონცერნის Stellantis-ის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელშიც გაერთიანდა PSA Group და FCA Group. ამ უკანასკნელის წილი ბაზარზე 2020 წელს 6,6% იყო, ეს მეხუთე მაჩვენებელია ევროპის მასშტაბით. ლიდერ სამეულს ხურავს Renault Group (11,5%-იანი წილით).

ავტორი: autobild.ge