სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხების 47% „საქართველოს ბანკმა“ გასცა

2020 წელი როგორც სხვა ბიზნესებისთვის, ისე სამშენებლო სექტორისთვისაც გამოწვევებით სავსე იყო.

სამშენებლო მიმართულებას საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ ბიზნესისთვის ხელის შესაწყობად მთავრობამ იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ბევრმა უძრავი ქონების შეძენის მსურველმა ისარგებლა.

კომპანიების ნაწილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროგრამა გაყიდვების დინამიკაზე დადებითად აისახა. „ექს სითი დეველოპმენტში“ (ყოფილი შპს „მწვანე უბანი ლისთან ¾“) განმარტავენ, რომ მათ შემთხვევაში, სუბსიდირების პროგრამამ პანდემიის პერიოდში შეჩერებული გაყიდვები გამოაცოცხლა. სტატისტიკურად კი, დაახლოებით 10-დან 7 მყიდველი აღნიშნული პროგრამის მეშვეობით აკეთებდა შენაძენს.

„ე.წ სუბსიდირების პროგრამის, 2020 წლის 25 ივნისს დამტკიცების შემდეგ, „პოტენციური მყიდველებისთვის“ (ფიზიკური პირების, რომელთა მსყიდველუნარიანობის მდგომარეობაზე საკმაო ზეგავლენა იქონია პანდემიის ფონზე ქვეყანაში განვითარებულმა არასტაბილურმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ), საკმაოდ მოთხოვნადი გახდა პარტნიორი ბანკის დახმარებით საცხოვრებელი ბინის შესყიდვა“,- აღნიშნავენ კომპანიაში.

ამავეს ადასტურებენ დეველოპერულ კომპანია „ლაგი კაპიტალში“, - „სუბსიდირების პროგრამა დადებითად აისახა კლიენტების მოცულობის ზრდაზე, კმაყოფილები ვართ“.

სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების პარალელურად, კომერციული ბანკების ნაწილმა აღნიშნული უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენება და პარტნიორი კომპანიებისთვის ხელშეწყობა დაიწყო. ამის მაგალითია სტატისტიკური მონაცემები, რომლითაც „საქართველოს ბანკმა“ განვლილი 2020 წელი შეაჯამა: სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% „საქართველოს ბანკის“ მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.

მის ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიაში, „ექს სითი დეველოპმენტში“ აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების პარალელურად, ბანკმა სამშენებლო კომპანიას უფრო მოქნილი პირობები შესთავაზა.

„საქართველოს ბანკი“ მშენებლობის თანადაფინანსებაში შემოვიდა. ასევე, მასთან პარტნიორობით, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზეთ საცხოვრებელი ბინის შესყიდვის უფრო მოქნილი პირობები აგრეთვე, უძრავი ნივთის საბანკო განვადებით მომსახურება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„ლაგი კაპიტალში“ კი განმარტავენ, რომ ბანკის მიერ მოქნილი პირობების შეთავაზებით, მომხმარებელმა რამდენიმე სარგებელი მიიღო:

„ჩვენმა მომხმარებელმა მიიღო ფინანსური ხელმისაწვდომობა და გამარტივებული პროცედურები, ბინის შეძენისას კრედიტზე დაბალი თანამონაწილეობა, გრძელვადიანი სახელშეკრულება (რაც საკმაოდ მოთხოვნადია) და ასევე, სუბსიდირების პროგრამაში ჩართვით, პროცენტი გაუიაფდათ. საბოლოო ჯამში, ყოველივე ამან როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მომხმარებლისთვის საკმაოდ დადებითი ეფექტი მოიტანა“, - აღნიშნავენ დეველოპერულ კომპანიაში.

რეალურად, რა გამარტივდა და შეიცვალა როგორც დეველოპერებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?

მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„საქართველოს ბანკში“ ამბობენ, რომ დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შესაქმნელად, ჩამოყალიბდა სპეციალური გუნდი, რომელიც სამშენებლო ბიზნესს 4B სივრციდან ემსახურება.

„გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად: პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მისთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენ არ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- აცხადებენ ბანკში.