თბილისის მერია ვარკეთილის მე-2 მიკრო/რაიონში არსებული პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები სავარაუდოდ, 5,592 მლნ ლარი დაჯდება. ტენდერში წინადადებების მიღება კი 31 იანვრიდან დაიწყება.
დოკუმენტის მიხედვით, პარკში მოეწყობა - ამფითეატრი, ქვიშის მოედანი, სტადიონი, სათამაშო მოედანი, შადრევანი, სკეიტ-პარკი და ა.შ. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა არის 2 წელიწადი.