ევროკომისია - ევროკავშირი გააძლიერებს ევროს როლს როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტის

ევროკავშირი გააძლიერებს ევროს როლს დოლართან მიმართებით როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის, მათ შორის, შექმნის ევროში დენომინირებულ აქტივებს, ჩაატარებს ემისიებს ევრობონდებით, შექმნის ციფრულ ევროს და მოახდენს პარტნიორ ქვეყნებში ევროს მიმოქცევის სტიმულირებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკურ-ფინანსური სისტემის მდგრადობასა და მოწყობას ეხება.

მასში ნახსენებია, რომ ევრო უნდა გახდეს ძირითადი ვალუტა ისეთ პროექტებში ინვესტიციებისთვის, როგორიცაა ალტერნატიული ენერგეტიკა. ამისთვის კი ევროკომისია აპირებს ფართოდ გამოიყენოს ემისიები „მწვანე“ ევრობოდებით.

გარდა ამისა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 2019 წლიდან მუშაობს ევროს ციფრული ვალუტის შექმნაზე, რომელიც გახდება კლასიკური ფორმის დანამატი.

„ევროკომისია თვლის, რომ აუცილებელია ევროს საერთაშორისო როლის გაზრდა, რაც შეამცირებს მათ დამოკიდებულებას, შეამცირებს მათი ტრანზაქციების ღირებულებას და გაზრდის ევროკავშირის გეოპოლიტკურ გავლენას“ - განაცხადა პროექტის წარდგენისას ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტოლინიმ.

კოკა კვირკველია