"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ი­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც, მისი მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკუთ­ვნის და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის მიერ. მას მე­დი­ა­ში "პუ­ტი­ნის სა­სახ­ლედ“ ად­რეც მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და წერ­დნენ, რომ მან მისი მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დი­სას და­ი­წყო. იტა­ლი­უ­რი სტი­ლით ნა­გე­ბი სა­სახ­ლის კომ­პლექ­სი მდე­ბა­რე­ობს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, გე­ლენ­ჯი­კის სო­ფელ პრას­კო­ვე­ევ­კას­თან.

ფილ­მის შე­სა­ვა­ლი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა YouTube-ზე, რო­მელ­შიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ხსნის, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ ბერ­ლი­ნის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ი­ფიქ­რა. ოღონდ გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რომ მას გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას.

"ეს იმი­ტომ, რომ არ გვინ­და ამ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი ფიქ­რობ­დეს, რომ ჩვენ მისი გვე­ში­ნია და რომ მე მის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სა­ი­დუმ­ლო­ზე უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას თუ გავ­ბე­დავ­დი მო­ყო­ლას“, - ხსნის ნა­ვალ­ნი.

116583734-whatsubject-36976-1611133614.jpg

პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, კრემ­ლი მარ­თა­ლია არ გაც­ნო­ბია პუბ­ლი­კა­ცი­ას სა­სახ­ლე­ზე, მაგ­რამ ეს "ცხა­დია სიც­რუ­ეა“.

"არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­ვედ­რით შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­გოთ ყვე­ლა­ფე­რი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­ზე, ეს ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა რუ­სეთ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში და ეს პუ­ტი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლოა. მას იცავს და უვ­ლის ასო­ბით, შე­საძ­ლოა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი - და­წყე­ბუ­ლი მცვე­ლე­ბი­დან, მე­ბა­ღე­ე­ბი­დან და მშე­ნებ­ლე­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბით.

ერთი სა­ი­დუმ­ლო, ერთი შე­ნო­ბა... და ჩვენ იქ მოვ­ხვდე­ბით, სტუმ­რად პუ­ტინ­თან, ჩვე­ნი თვა­ლით დავ­რწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სიმ­დიდ­რის­კენ სწრაფ­ვა­ში სრუ­ლი­ად შე­ი­შა­ლა. გა­ვი­გებთ ვისი ფუ­ლით და რო­გორ ფი­ნანსდე­ბო­და ეს დი­დე­ბუ­ლე­ბა... გა­ვი­გებთ, რო­გორ შენ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­სახ­ლე“, - ასე იწყებს თა­ვის გა­მო­ძი­ე­ბას ნა­ვალ­ნი.

8b4ed416d5f6e4abcf20fe2e459fd3eb-1-37029-1611133634.jpg

რო­გორც გა­მოკ­ვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მი, სა­სახ­ლე­ში მიმ­სვლე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბათ მო­ბი­ლუ­რე­ბის შე­ტა­ნა და ყვე­ლა მიმ­სვლელ-წამ­სვლე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტში მოწ­მდე­ბა. სა­სახ­ლის გარ­და, და­ხუ­რულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის ე.წ. "ყი­ნუ­ლის სახ­ლი“, ეკ­ლე­სია, ორან­ჟე­რეა, 80-მეტ­რი­ა­ნი ხიდი და ამ­ფი­თე­ატ­რი. რად­გა­ნაც სა­სახ­ლე ცი­ცა­ბო ნა­პირ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლად გა­თხრი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბი, რომ­ლის ბო­ლოს არის სა­დე­გუს­ტა­ციო ზღვის ოთა­ხი ხე­დით, - ნათ­ქვა­მია ტექ­სტში. იხილეთ სრულად