ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დილიდან გაძვირება განაგრძო. მარტის ფიუჩერსებზე უმაღლესი ხარისიხის Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა ICE Futures-ის ბირჟაზე 56,21 დოლარს მიაღწია, რაც 0,31 დოლარით (0,55%) მეტია წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე. 19 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბარელზე ფასი 55,9 დოლარი იყო.
რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის მარტის ფიუჩერსებზე ფასმა NYMEX-ის ბირჟაზე 53,32 დოლარი შეადგინა, რაც 0,34 დოლარით მეტია წინა დღის მაჩვენებელზე.