საქართველოში შემოსვლისთვის შესაძლოა, ვაქცინაციის საბუთი გახდეს საჭირო - როდის გეგმავს მთავრობა ფრენების აღდგენას

მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენაზე მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, თებერვალი იქნება ის თვე, როდესაც ქვეყანაში ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება.

„იხსნება ფრენები, ამაზე გვქონდა საუბარი. თებერვალი, სავარაუდოდ, იქნება ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონკრეტულად კონტროლირებადი - ან ტესტებით ან ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა. მაგრამ ეს არის პირველი იმედი ტურისტული სეზონის აღდგენა/დაწყების,“ - განაცხადა თურნავამ.

თაია არდოტელი