1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2982 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9977 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0176 შეადგინა.