ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ჩინური ინტერნეტ-კომერციის გიგანტის Alibaba-ს აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა და თითო აქციაზე 267 ჰონგ-კონგური დოლარი შეადგინა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც Alibaba-ს ხელმძღვანელის ჯეკ მას პირველ საჯარო გამოსვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ჩინურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯეკ მამ რეგიონების მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა ვიდეოჩართვით, რა დროსაც მონაწილეობა მიიღო მისი სახელობის პრემიის დაჯილდოვებაში, რომელიც სოფლის მასწავლებლებისთვის ტარდება.
შეგახსენებთ, ჯეკ მა საინფორმაციო სივრციდან 2020 წლის ოქტომბრიდან გაქრა. რამაც მოახდინა ცალკეული ხმების გავრცელების პროვოცირება მილიარდერის გაქრობაზე. ეს ხმები კიდევ უფრო გაამყარა მოცემულობამ, რა დროსაც ჩაიშალა ჰონგ-კონგისა და შანხაის ბირჟებზე კომპანია Ant Group-ის აქციების პირველადი განთავსება.
მოსალოდნელი იყო, რომ აქციების ორმაგი განთავსება გახდებოდა უმსხვილესი მსოფლიოში, თუმცა ის მარეგულირებელმა შეაჩერა. მიზეზად კი ჯეკ მას ოქტომბერში საჯარო გამოსვლა დაასახელა, რომელშიც მაგნატმა გააკრიტიკა არსებული რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიების სფეროს მიმართ არსებობს.
ჩინეთის ფასიანი ქაღალდების სამმართველომ უკვე დეკემბრის ბოლოს Alibaba-ს გაუგზავნა უწყება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ეჭვს მონოპოლიური ხასიათის ქმედებაზე.