მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 97 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 083 326 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 70 მილიონს უახლოვდება.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 375 572 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.