SpaceX-მა ინტერნეტ-თანამგზავრების Starlink-ის მორიგი ჯგუფი ორბიტაზე გაიყვანა

მძიმე რაკეტმზიდმა Falcon 9 წარმატებით გაიტანა ახლო ორბიტაზე 60 მინი-თანამგზავრისგან შემდგარი ახალი პარტია, რომელიც განკუთვნილია გლობალური ინტერნეტ-ქსელის Starlink-ის განვითარებისთვის - აცხადებენ კომპანიაში SpaceX.

2019 წლის მაისიდან ეს არის თანამგზავრების რიგით მე-17 გაყვანა ორბიტაზე. წინა პარტიაც 60 თანამგზავრისგან შედგებოდა და ის 2020 წლის 24 ნოემბერს გაიყვანეს. ახლა კი ახლო ორბიტაზე Starlink-ის 1013 თანამგზავრია განთავსებული.

რაკეტმზიდმა აფრენა 08:02 საათზე (თბილისი დროით 17;02) დაიწყო NASA-ს კანავერალის კოსმოდრომიდან.

დაახლოებით 1 საათსა და 5 წუთში რაკეტამ თანამგზავრები უკვე გაიყვანა ორბიტაზე. კომპანია გეგმავს დამატებით 12 ათასი თანამგზავრის გაყვანას და ჯამში 30,000 ეყოლება, რაც მისცემს საშუალებას სრულმასშტაბიანი ქსელის შესაქმნელად, შედეგად კი დედამიწის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფართოზოლოვანი ინტერნეტი. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.

კოკა კვირკველია