რა ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩინეთში 2020 წელს

2020 წელს ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1,185 მლრდ დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ჩინეთი მესამე ადგილზეა.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი 17.5%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 113.4%-ით გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 393 614 400 დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 38 886 800 დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 269 400 დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 9 240 200 დოლარი
  • დაუმუშავებელი ალუმინი - 4 434 400 დოლარი

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 27 418 300 დოლარი
  • ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 22 615 200 დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 19 566 800 დოლარი
  • აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 13 742 100 დოლარი
  • ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 13 375 900 დოლარი

ლიკა ამირაშვილი