ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ მის ვიცე-პრემიერად დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მისი როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს.
ცნობისთვის, საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.