ადგილობრივი ექსპორტი ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებელზეა. მიუხედავად, კორონაპანდემიისა, გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 2,4 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ბოლო 5-წლიან პერიოდში 48,5%-იანი ზრდა აჩვენა. 2019 წელთან შედარებით კი ადგილობრივი ექსპორტი 3,5%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 70% დაიკავა, მაშინ როცა 2019 წელს 61.2%-ზე იყო, ხოლო 2018 წელს 65.9%-ზეა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა, კერძოდ, 459.4 მლნ აშშ დოლარის საქონელი ჩინეთში გავიტანეთ. ზრდა 2019 წელთან შედარებით 127.1%-ია. ჩინეთის შემდეგ ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთში განხორციელდა, კერძოდ 401.2 მლნ აშშ დოლარის. მესამე ადგილზე კი ბულგარეთია, სადაც გასულ წელს 310.4 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიტანეთ. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ექსპორტი - ეს არის ექსპორტი რეექსპორტის გარეშე.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე