გიორგი გოგიძემ, საქართველოში არაერთი წარმატების მიუხედავად, უკეთესი მომავლის საძიებლად ამერიკას მიაშურა და ახალი ცხოვრება დაიწყო. დღეს ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია, არც საქართველოში შეძენილ ჩვევას უღალატა და სამ წელიწადში ამერიკაშიც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"მიუხედავად ბევრი წარმატებისა, მაინც გადავწყვიტე საქართველოს დატოვება, რადგან იქ არ გვეძლევა საშუალება საკუთარი თავის ბოლომდე გამოვლენის, არ არის იმხელა ასპარეზი და შესაძლებლობები, როგორიც ამერიკაში. აქ წამოსვლას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მამა აქ ცხოვრობდა..."
"ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიის (American Income Life), რომელიც Forbes-ის ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე 2020 წლის ბოლო მეოთხედში და ასევე ყოველთვიურად. კომპანიაში 6 თვის განმავლობაში დავწინაურდი გენერალური მენეჯერის პოზიციაზე..."
"ამ ქვეყანამ მიმიღო და პირიქით, ქართული სიდინჯე, სხარტი აზროვნება ძალიან მეხმარება წარმატების მიღწევაში. ის, რაც ჩვენ ქართველებს ჭარბად გვაქვს, ამერიკელებს არ ახასიათებთ. ბევრი რამ მომცა ამერიკამ - თავდაჯერებულობა, ვისწავლე დროის დაგეგმარება, გავხდი დამოუკიდებელი და ამ ყველაფრის გამო ქვეყნის მიმართ მადლიერების გრძნობა მაქვს..."
"მინდა განათლებაში ჩავდო ინვესტიცია, რათა ქართველ ბავშვებს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. ვარ სტუდენტი, მაგრამ ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებითაც..." გაგრძელება