შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენის 81.3-96,67 კილომეტრებს შორის ახლად აშენებული გაზსადენის მოქმედ მაგისტრალში შეჭრით სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ აცხადებენ, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 23 იანვარს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გუდაური 3- ისა და შპს „სახელმწიფო კომპანიის“ მომხმარებლებს, ასევე სოფელ კობსა და გუდაურს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.