მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 192 100 404 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს გადააჭარბა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.5 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.