2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის 109.5%-ია, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდით 5 262 009.4 ათასი ლარის მიღება მოხდა, რაც საპროგნოზო მოცულობის 85%-ია.
ამასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2020 წელს მიღებული საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები შეადგენს 1 416 422.2 ათას ლარს, რაც საპროგნოზო მოცულობის 137.2%-ია. გასულ წელს საგარეო წყაროებიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები კი 3 845 587.0 ათასი ლარია, რაც საპროგნოზო მოცულობის 74.6%-ია ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვისთვის გაწეულმა საკასო ხარჯებმა შეადგინა 42 129.1 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 100%-ია, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვისათვის გაწეულმა საკასო ხარჯებმა- 901 919.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 94.9%-ია.