მთავრობამ კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით 1.95 მილიარდი ლარი განათავსა, - ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, დეპოზიტებზე განთავსებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთს წარმოადგენს და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის თავისუფალი ნაშთის სახით 2.3 მილიარდი ლარი ირიცხებოდა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845-ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594 298.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით.