მერწმუნეთ, თავის დროზე ზამთრის კურორტები რომ არ დაგვეკეტა, იქ ინფექციის ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების ძალაში დატოვების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა სათხილამურო კურორტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინება ხდება.
„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და მათ მართლაც უჭირთ. ეს სეზონი მათთვის პრაქტიკულად დაიკარგა და გაცდა. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რომ ამ ნაბიჯზე წავსულიყავით და თავის დროზე ზამთრის კურორტები არ დაგვეკეტა, იქ ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება და შესაძლოა, იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. წელს მთელს მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.