საქართველოში ფინტექ ასოციაციას დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს

საქართველოში ფინტექ ასოციაციას, რომლის მთავარს მიზანს დარგის განვითარებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს, დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს.

ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულება ბოლო წლებია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში, რომ საქართველოში ამ მიმართულებით სპეციალიზებული ასოციაცია შექმნილიყო. ქვეყანაში ფინტექ ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება, რომ მან დარგის განვითარებას შეუწყოს ხელი, შექმნას ფინტექ ეკოსისტემა, განავითაროს ტექნოლოგიური ინოვაციები, დაეხმაროს ფინტექ სტარტაპებს დაფუძნებასა და განვითარებაში. ასევე ასოციაციის მთავარი ამოცანა იქნება ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება - ბაზრის მონაწილეებს, დაინტერესებულ პირებსა და მარეგულირებელს შორის.

საქართველოს ფინტექ ასოციაციის აღმასრულებელი თავჯდომარე დავით კიკვიძე იქნება. მას მრავაწლიანი გამოცდილება აკავშირებს ფინანსურ სექტორთან, არაერთი წამყვანი პოზიცია ეკავა სხვადასხვა კომერციულ ბანკებში, მიმდინარე ეტაპზე იგი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ხელმძღვანელი და აფილირებული პროფესორი ფინტექის მიმართულებით.

როგორც ცნობილია, 2008 წლის შემდეგ ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრია დიდი ტემპებით ვითარდება. ნიშანდობლივია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მობილური ტელეფონის მოხმარება და ინტერნეტ პენეტრაცია რეკორდულად იზრდება, ამის ფონზე კი ეს დარგი განვითარების სულ უფრო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ფინტექის მიმართულებით განხოციელებული ინვესტიციების მოცულობა, 135 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ფინანსური ტექნოლოგოები (Fintech) ეს არის დარგი, რომლის მიზანია სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაციფრულება და მომხმარელისთვის მიწოდება.

ფინტექის დარგის მოიცავს: ოპერატიულ მართვას ფინანსურ სერვისებში, გადახდებს, საერთაშორისო ტრანზაქციებს, კრიპტოვალუტას, ბლოკჩეინს, სესხებსა და დეპოზიტებს, Peer-to-Peer (P2P) სესხებს, ინვესტიციებთან, ფინანსურ ბაზრებთან, ვაჭრობასა და რისკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების საქართველოში შეინიშნება გარკვეული აქტივობა ფინტექის დარგის განვითარების მიმართულებით, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით განხორციელებული რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ფინანსური ინოვაციების ოფისი, რომელიც აქტიურად მუშაობს ფინტექის გავნითარებაზე.

ფინტექ ასოციაციის საქმიანობის მთავარ გამოწვევად დარჩება ფინანსური განათლების დონის ამაღლება, სფეროს პოპულარიზაცია, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანისა და ინვესტორის დაინტერესება მოხდეს, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და საფინანსო სექტორში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვას.

ფინტექ ინდუსტრიით დაინტერესებულ სტარტაპებს, მომხმარებლებს და ინვესტორებს, ფინტექ ასოციაცია სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • საკონსულტაციო მომსახურება
  • იურიდიული კონსულტაცია ფინტექ მიმართულებით
  • ბიზნეს მოდელირება
  • ბაზრის კვლევები
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია
  • ტრენინგები
  • დარგის ექსპერტიზა
  • მენეჯმენტ კონსალტინგი
  • კონფერენციები