საპენსიო ბიუჯეტისთვის გამორჩეული ქვეყნები - სად შეგიძლიათ გაატაროთ “ტკბილი სიბერე?“

გეგმავთ სიბერის ტკბილად და მშვიდად გატარებას? კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის შემდეგ მთელს მსოფლიოში მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება და არც არჩევანში შეიზღუდებით.

მაგრამ იმის გარკვევა, თუ სად უნდა წავიდეთ, შეიძლება რთული იყოს.

აი რას გვკარნახობს საერთაშორისო ცხოვრების ყოველწლიური გლობალური საპენსიო ინდექსი, რომელიც პენსიონერებისთვის მისაღებ ქვეყნებს 10 ფაქტორის მიხედვით ადგენს. ესენია: ცხოვრების ღირებულება, კლიმატი, ჯანდაცვა, გართობა, რამდენად მარტივია ბინადრობის მოპოვება და სხვა კრიტერიუმები.

ნიკარაგუა

ნიკარაგუა ქვეყნის მშვიდი ტროპიკული კლიმატით, კარგი ჯანდაცვით, თვალწარმტაცი პეიზაჟებით, დაბალი ღირებულებით და სხვა ღირსშესანიშნაობებით თითქმის ყველა პესიონერის გულს იგებს.

თუმცა, ბოლო წლებში ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო დროშა კრიმინალის ზრდისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო დაეშვა. International Living პენსიონერებს მოუწოდებს "სიფრთხილე გამოიჩინონ".

ბოლივია

ნიკარაგუასთან შედარებით, იაფი ცხოვრების მახასიათებლით ბოლივიაში უკეთესი პირობებია. თუმცა, აქაც პრობლემად რჩება უსაფრთხოება და ბიზნეს შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, International Living-ის ინფორმაციით, ბოლივია პენსიონერებისთვის მიმზიდველ ადგილად რჩება.

“მას კიდევ ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია უშიშარი ემიგრანტისთვის. მაგალითად, კეთილმოწყობა და კარგი ამინდი“ -წერს International Living.

ხორვატია

ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყნის მსგავსად, ვიზისა და ბინადრობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ხორვატიას დაბალი შეფასება აქვს. სცენური და სუპერ-ფოტოგენური ევროპული ქვეყნის დადებითი მხარეები, რომლებიც გამორჩეული კულტურით არის განთქმული, ისტორიული ქალაქები და ადრიატიკის კრისტალურად სუფთა წყლის ულამაზესი პლაჟებია.

ჰონდურასი

ჰონდურასი, კონკრეტულად სამოთხის კუნძული როატანი, რეიტინგში კარგ ადგილს იკავებს. აქ გადაადგილება მარტივია, რადგან ემიგრანტმა პენსიონერებმა უბრალოდ უნდა დააფიქსირონ, რომ მათ აქვთ შემოსავალი მინიმუმ 1,500 დოლარი თვეში. შედეგად ვიზა გარანტირებულია.

როატანი, ჰონდურასის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, პირველ რიგში ინგლისურენოვანია და თითქმის ყველანაირი კომფორტია. მათ შორის მსოფლიო დონის პლაჟები, მდიდარი ნაკრძალები, მომხიბლავი რესტორნები, ბარები და გოლფის კურსები. მაღალია უსაფრთხოების დონე.

იტალია

სამხრეთ ევროპის ქვეყანა კულტურის მოყვარულთათვის, საკვები პროდუქტებისა და მზის მაძიებელთათვის ნამდვილი სამოთხეა. პლუს, ცხოვრება იაფი ღირს. თუმცა წელს ქვეყნის მმართველობის რეიტინგი დაეცა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით.

იტალიაში ბინადრობის მოპოვება საკმაოდ ადვილია. ევროკავშირის არაწევრმა მოქალაქეებმა უნდა დააფიქსირონ, რომ მათი წლიური შემოსავალი 31,000 დოლარს შეადგენს. წყვილის შემთხვევაში შემოსავლის ოდენობა იზრდება. საბუთების წესრიგში მოყვანის შემდეგ, პიროვნებას შეუძლია ყოველწლიურად სამედიცინო დაზღვევით და არჩევითი ბინადრობის ვიზით ისარგებლოს.

ტაილანდი

ღიმილის ქვეყანას მშვენიერი კულტურის, სამზარეულოს, კლიმატის, პლაჟებისა და ჯანდაცვის, ასევე იაფი ცხოვრების გამო ბევრი პენსიონერის მოზიდვა შეუძლია.

50 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა საპენსიო ვიზის მისაღებად უნდა წარმოადგინოს მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის მტკიცებულება 65,000 ტაილანდური ბატი (2,160 დოლარი) ან 800,000 ტაილანდური ბატი ანაბარზე (26,60 ათასი დოლარი).

ირლანდია

ირლანდიაში, რომელიც ცნობილია თავისი მეგობრული ხალხით, ულამაზესი ქალაქებით, საინტერესო კულტურით, სამაგალითო ჯანდაცვით და ა.შ. უცხოელ პენსიონერებს თბილად იღებენ.

ირლადია Natixis– ის უახლესი საპენსიო ინდექსით მეოთხე ადგილზეა.

ბინადრობის მისაღებად ევროკავშირის არაწევრმა მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ წლიური შემოსავლის მტკიცებულება მინიმუმ 50,000 ევროს ოდენობით.

ესპანეთი

მზიანი ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანაა და კლიმატით, კულტურით, გართობის მოყვარული ხალხით, იაფი ცხოვრებითა და სხვა მრავალი პლუსით გამოირჩევა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ესპანეთის ჯანდაცვა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სისტემად ითვლება.

ბინადრობის მიღება არც ისე რთულია ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორიცაა აშშ, კანადა და ავსტრალია, მაგრამ განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ მათ აქვთ მინიმუმ 25,000 ევრო ესპანეთის ბანკების ანგარიშზე.

მალტა

ბინადრობის მოპოვება მალტაში პარკში სეირნობას ჰგავს. ევროკავშირის არაწევრმა პენსიონერებმა უბრალოდ, ყოველწლიურად უნდა დაწერონ შესაბამის სამსახურში განცხადება და მცირე გადასახადი გადაიხადონ. პენსიონერები აქ აქებენ კლიმატს, კულტურას, სამზარეულოს, პლაჟებს, პეიზაჟებს, ჯანდაცვას და იაფ ცხოვრებას.

საფრანგეთი

ფანტასტიკურად მდიდარი კულტურა, შესანიშნავი საკვები და ღვინო, სასიამოვნო კლიმატი, მშვენიერი სოფლები, სამაგალითო ჯანდაცვა. საფრანგეთი პენსიონერებისათვის მეტად მიმზიდველი დანიშნულების ადგილია.

Carte de séjour (ბინადრობის ნებართვის) მისაღებად, ევროკავშირის არაწევრმა მოქალაქეებმა უბრალოდ უნდა დაადასტურონ ფინანსური თვითკმარობა და აჩვენონ, რომ მათ აქვთ მოქმედი საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა.

პორტუგალია

2021 წლის ინდექსში პორტუგალია კვლავ პრემიერ დანიშნულების ადგილია და ევროპაში ემიგრანტ პენსიონერთათვის ლიდერობს.

ქვეყანაში დაბინავება ხელმისაწვდომია. კარგია კლიმატი.

ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს ბინადრობის მისაღებად სჭირდებათ დაადასტურონ, რომ აქვთ რეგულარული შემოსავალი და მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა.

თეონა რამაზაშვილი