ახალი მედიაკოდექსის გამო Google-მა და Facebook-მა შესაძლოა, ავსტრალიაში წვდომა შეზღუდონ

კომპანიამ Google შესაძლოა, ავსტრალიაში საკუთარი საძიებო სისტემა გათიშოს. ამის შესახებ კომპანია Google Australia-ს მმართველმა დირექტორმა მელ სილვამ განაცხადა.

როგორც ადგილობრივი სენატი განიხილავს მედიაბაზრის მოთამაშეებისთვის ახალ კოდექსს, რომლის თანახმად ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწევთ ავსტრალიური მედიისთვის ფულის გადახდა რეკლამის მათი ახალი ამბების კონტენტის საკუთარ პლატფორმებზე ჩვენებისთვის. პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ Google და Facebook-ს.

„თუ კანონპროექტი შეიძენს ძალას ამჟამინდელი ფორმით, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ Google Search-ის წვდომა ავსტრალიაში. ეს ის უკანასკნელი ზომაა, რომლის მიღება ჩვენ არ გვსურს, მითუმეტეს, მაშინ როცა არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას მხარი დავუჭიროთ ავსტრალიურ ჟურნალისტიკას ისე, რომ არ დაირღვეს საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპები“, - განაცხადა სილვამ.

მისი თქმით, კანონპროექტი მიდის იქამდე, რომ Google-ს მოუწევს ფულის გადახდა ცალკეული მედიებისთვის მათი ბმულების საძიებო სისტემაში გაცემისთვის. სილვამ ამ გზას „მოლიპული გზა“ უწოდა, რომელიც დაანგრევს საძიებო სისტემის არსებულ ბიზნეს-მოდელს.

კორპორაცია ალტერნატიული წინადადებით გამოდის: შეუთანხმდეს ადგილობრივ მედიას Google News Showcase სერვისის ბაზაზე, რომელიც ითვალისწინებს ფულად გადახდებს ახალი ამბების კონტენტისთვის. კომპანია აპირებს ამაში 1,3 მილიარდის ჩადებას მოდევნო სამი წლის განმავლობაში.

Facebook-ში კი განაცხადეს, რომ ასევე გათიშავენ ავსტრალიელი მომხარებლებისთვის წვდომას ადგილობრივ ახალ ამბებზე, თუ კოდექსი ძალაში შევა.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ-მორისონმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აშინებს Google-ის მუქარები.

კოკა კვირკველია