ამერიკული Puritan Medical Products-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც კორონავირუსის ტესტების ჩასატარებლად შესაფერის ბამბის ჩხირებს აწარმოებს. ის მცირე საოჯახო ბიზნესი იყო აშშ-ის შტატ მენში, 2020 წელს კი გიგანტად გადაიქცა. რა გახდა ამის მიზეზი? პირველ რიგში კოვიდპანდემია და შემდეგ სხვა მენეჯმენტური გადაწყვეტილებები. 2020 წლამდე კომპანიის საშუალო წლიური შემოსავალი 45 მილიონი დოლარი იყო, სამთავრობო კონტრაქტების შემდეგ კი ჯამში 126 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. დღეის მდგომარეობით კომპანიის ფინანსური მოგება და შესაძლებლობები ათჯერ გაიზარდა, ხოლო American Inc. -მა Puritan Medical Products– ის წლის კომპანიად დაასახელა.
დიაგნოსტიკისა და ნიმუშების შეგროვების პროდუქტების ამერიკული მწარმოებელი “Puritan Medical Products“ -ის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მათი ბამბის ჩხირებია. COVID19 -ის სატესტო ჩხირების წარმოების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.
2020 წლის აპრილში Puritan Medical Products -მა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტისგან უფრო მეტი “სატესტო ჩხირის“ წარმოებისთვის 75 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ივლისში, კომპანიამ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან “სამრეწველო წარმოების გაფართოების მიზნით“ დამატებით 51 მილიონი დოლარი მიიღო. 2020 წლის ნოემბერში, თვეში სამი მილიონი ტესტის წარმოებისთვის კომპანიას 11 მილიონ დოლარზე მეტი მისცეს.
ორი ზარი, რომელმაც საქმე შეცვალა
შაბათს, 14 მარტს განგაშის ზარი ორჯერ გაისმა. დილით, Puritan Medical Products- ის მფლობელმა ტიმოთი ტემპლტმა აშშ-ს ჯანდაცვის მდივნის თანაშემწეს ბრეტ გირუარს დაურეკა. მას სურდა გაეგო, რამდენად სწრაფად შეძლო “პურიტანმა“ ბამბის ჩხირების წარმოება. ორი საათის ისინი “პურიტანის“ დროებითი მენეჯერს სკოტ ველმანს შეეხმიანენ, რომელიც იმ მომენტში სენდვიჩების რიგში იდგა, ამიტომ დამრეკავს ხმოვანი ფოსტის დატოვება მოუწია... მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო მანის შტატის სენატორი ანგუს კინგი.
“ასე მოულოდნელად რატომ მირეკავს სენატორი, თან “უიკენდზე“? ეს უმიზეზოდ არ მოხდებოდა“ – გაიფიქრა დაბეულმა ველმანმა.
ამ საგანგებო ზარის მიზეზი საიდუმლოდ არ დარჩა. ძალიან მალე ყველა გაზეთი წერდა, რომ NBA– ს მესამე მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურა; შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპს შეხვედრების დროს ვირუსი შეეყარა; მენის შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრში სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო დაავადების გავრცელებაზე, სამედიცინო წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დაიწყეს გაცნობიერება, რომ ქვეყანა საგანგებო სიტუაციისთვის მზად არ იყო. არ ჰქონდათ საკმარისი დამცავი აღჭურვილობა, ჟანგბადის აპარატები, საწოლები, ეფექტური წამლები და ა.შ.
ცხადი გახდა, რომ ყველაზე მეტი ყურადღება კორონავირუსის ტესტებზე უნდა გაემახვილებინათ. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ დაავადების დამარცხების შანსი იმ შემთხვევაში გაჩნდებოდა, თუ ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა ეფექტურად მოხდებოდა. Covid19– ის ფართომასშტაბიანმა ტესტირებამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ეს მნიშვნელოვანი იყო სამუშაო ადგილების გადარჩენისა და სწავლის პროცესის აღდგენისთვის.
ამასთან, წარმოიშვა ერთი პრობლემა. გამოკლვლევების დეფიციტი იყო... Pfizer– ის საბჭოს წევრმა სკოტ გოტლიბმა თავის Twitter– ზე დაწერა: “სატესტო ჩხირები შეიძლება ტესტირების მასშტაბში სუსტი რგოლი აღმოჩნდეს“.
შიშები მართლაც საფუძვლიანი იყო. Covid– ის შესამოწმებლად საჭირო ცხვირ-ხახის ჩხირებს მსოფლიოში მხოლოდ ორი კომპანია აწარმოებდა და იმასაც თვეში დაახლოებით 2 მილიონი ცალს. ცხადია, ეს არავის ეყოფოდა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, როგორც მაშინ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, თვეში 40 მილიონი ერთეული იყო საჭირო.
ამ ორი კომპანიიდან ერთ – ერთი, Copan Diagnostics– ი ლომბარდიაში დაფუძნდა. ევროპის კორონავირუსის ტალღამ სწორედ მათზე გადაიარა. მეორე არის “პურიტან მედიქალი,“ შტატ მენის პატარა ქალაქის - გილდფორდის სიამაყე.
ასე მოულოდნელად გახდა პლასტმასის ჯოხი პოლიესტერის რკალით ყველაზე პოპულარული პროდუქტი დედამიწაზე. მცირე საოჯახო კომპანია, რომელიც თავის დროზე როგორც კბილის საწმენდის მწარმოებელ კომპანიად დაარსდა, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი აღმოჩნდა.
კრიზისების ეფექტური მართვა
კომპანია აწარმოებს 1200 პროდუქტს, მათ შორის 65 ტიპის ჩხირს, ლოყის ბამბის ტამპონიდან დაწყებული, რომლებიც გამოიყენება დნმ-ის ტესტირების ნაკრებში და ცხვირ-ხახის ტამპონებით დასრულებული, რომლებიც პირველი თაობის კორონავირუსის ტესტებისთვის არის საჭირო.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად კომპანიას სასწრაფოდ დასჭირდა რადიკალური სპეციალიზაციის კურსის გავლა.
“ყოველთვის, როცა ჩემი ტელეფონი რეკავდა, ზარი მთავრობისგან იყო“ -იხსენებს სკოტ უელმანი.
კომპანიამ, რომლის საშუალო წლიური შემოსავალი 45 მილიონი დოლარი იყო, ჯამში 126 მილიონზე მეტი სახელმწიფო ხელშეკრულებები დადო. Puritan- მა აიღო იჯარა და აღჭურვა 10,000 კვ.მეტრის ფართობის ქარხანა. შედეგად Covid ტესტების გამოკვლევების ჩატარებისთვის ჩხირების წარმოება თვეში 90 მილიონამდე გაიზარდა.
2021 წლის მარტის ბოლოს კომპანია კიდევ ერთი ახალი ქარხნის გახსნას გეგმავს, რაც თავის ბრუნვას თვეში კიდევ 50 მილიონით გაზრდის. წლის განმავლობაში „პურიტანმა“ 30-ჯერ გაზარდა წარმოების მოცულობა.
კომპანია იმით გამოირჩევა, რომ Covid-19- მდეც კი, სტერილურ გარემოს ინარჩუნებდა. პროდუქციის დამზადებისა და შეფუთვის დროს, კომპანიამ უნდა გამორიცხოს დაბინძურების ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გახდეს სიცოცხლის საფრთხე და როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამედიცინო გამოძიების საგანი.
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ივნისში გილდფორდის ქარხანას ეწვია “პურიტანელთა“ გუნდთან მისალოცად, ამ მოკლე ვიზიტის დროს, სტერილობის დარღვევის გამო მათ მოუწიათ წარმოებული ზონდების განადგურება, რადგან დაბინძურების რისკი მაღალი იყო. ამ დანაკარგების კომპენსირებისთვის კომპანიას შაბათ-კვირას მოუწია მუშაობა.
თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფმა “პურიტანს“ გაძლიერების მიზნით ლოგისტიკური დახმარება გაუწია და 75.5 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. უელმანმა სწრაფად იპოვა საწარმო პიტსფილდში, “პურიტანის“ შტაბიდან დაახლოებით 30 მილის დაშორებით. ველმანმა და ტემპლეტმა ქარხნის განახლება 29 წლის ტექნოლოგ დერეკ მაკკენის დაავალეს.
დერეკის დედა “პურიტანში“ 30 წლის განმავლობაში მუშაობდა და შესაბამისად, ახალი საწარმოო ხაზებისა და შესაფუთი აღჭურვილობის დანერგვაშიც მიიღო მოაწილეობა. ნორმალურ ვითარებაში, 50 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს 18-20 თვე დასჭირდებოდა, მაგრამ მაკკენიმ ყველაფერის გამართვა 8 კვირაში შეძლო.
შეზღუდულმა დრომ “პურიტანი“ აიძულა რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ გადაწყვეტილებები. იმავე მიზეზით, მენეჯერები მუდმივად იმყოფებოდნენ ადგილზე, ხოლო პროექტის მენეჯერებს დამატებითი უფლებამოსილება მიეცათ.
„პურიტანის“ ახალი ქარხნები ჩქაროსნული წარმოების დაადგარებით აღიჭურვა. ქარხნები იყენებენ უახლეს რობოტულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ხანგრძლივ მომზადებას საჭიროებს. პიტსფილდში პირველი ქარხნის გასაშვებად „პურიტანს“ 550 თანამშრომლის დაქირავება დასჭირდა. Pittsfield- ში მეორე ქარხნის გახსნის შემდეგ, კომპანია თავის სამუშაო ძალას გააორმაგებს.
იშვიათად დასახლებულ, ტყიან პისკატაკისის ოლქში მდებარე “პურიტანის“ საწარმოს პერსონალის გადაადგილების პრობლემაც სდევს თან. თავდაპირველად კომპანიამ ხალხი დროებითი სამუშაოებისთვის აიყვანა.
სამუშაო ძალა მატულობდა, Covid– ის პროტოკოლების წყალობით ადაპტაციის პროცესი კი უფრო და უფრო რთულდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “პურიტანს“ არ ჰყავდა ერთი Covid დადებითი თანამშრომელი. წარმოების სართულს ბევრი სამუშაო ადგილის ტექნიკური გადამზადება სჭირდებოდა, რაც სოციალური დისტანცირების წესების გამო გაჭიანურდა.
”ამაზე არ გვიფიქრია. როგორც წესი, ბიზნეს სკოლა არ ასწავლის პანდემიის დროს ორი ქარხნის აშენებას.” - აღიარებს უელმენი.
როგორ ვაკეთოთ სასწაულები
მას შემდეგ, რაც სამყარო კოვიდს დაასრულებს, “პურიტანს“ მინიმუმ ერთი საშიშროება მაიც ელის. მას იტალიელი კონკურენტი Copan Diagnostics. კომპანია პატენტის დარღვევის ბრალდებით „პურიტანს“ უჩივის.
ტემპლეტმა და უელმანმა იციან, რომ პანდემიის დასრულებისთანავე ეს ამბავი გაჟღერდება.
"ბევრი კითხვა იყო... შევძლებდით თუ არა ამის გაკეთებას? ეს ხომ სასწაულის ტოლფასია. როდესაც გააცნობიერებ, რომ შენი თანამშრომლების დახმარებით უკვე ყველაფერმა ჩაიარა, გიბრუნდება რწმენა, რომ შეგიძლია გააგრძელო სასწაულების კეთება“ - აღიარებს უელმენი.