საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა, - ნათქვამია ინფორმაციაში.