ევროზონის ეკონომიკა პრაქტიკულად გარდაუვლად შეეჯახება ეკონომიკური რეცესიის მეორე ტალღას, რომელსაც გამოიწვევს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემოღებული გამკაცრებული ზომები. აღნიშნულ პროგნოზს აკეთებს კვლევითი ორგანიზაცია IHS Markit.
„ეკონომიკური ვარდნის მეორე ტალღა სულ უფრო გარდაუვალია, ვინაიდან იანვარში ამოქმედებულმა შემზღუდავმა ზომებმა ბიზნესი კიდევ ერთხელ დააზარალა. წარმოების მოცულობა მცირდება სულ უფრო მაღალი ტემპებით, რაც გამოწვეული იყო მომსახურების სექტორში სიტუაციის სულ უფრო გაუარესებით და სამრეწველო სექტორში ზრდის შენელებით, რომელიც ბოლო შვიდი თვის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“ - განაცხადა IHS Markit-ის მთავარმა ეკონომისტმა კრის უილიამსონმა და ხაზი გაუსვა, რომ ელოდება „ნაკლებად სერიოზულ ვარდნას“, ვიდრე გასული წლის გაზაფხულზე.
„ამასობაში ვაქცინების მიღება მიმდინარე წლის მიმართ სერიოზულ იმედს აჩენს, თუმცა, ინფიცირების შემთხვევების ზრდამ ეს ოპტიმიზმი შედარებით შეანელა“ - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ევროზონის ეკონომიკა იმის მიხედვით გაიზრდება, თუ როგორი ტემპით გაიზრდება ევროზონაში ვაქცინაციის პროგრამა.