იაპონიაში დეკემბერში დეფლაცია 2020 წლის მაქსიმუმზე იყო

იაპონიაში სამომხმარებლო ფასებმა დეკემბერში 1,2%-ით იკლო, ერთი თვით ადრე კი 0,9%-ით.

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

ფასების კლება იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ის ყველაზე დიდი კლებაა 2010 წლის აპრილის შემდეგ - წერს Trading Economics. იაპონიაში სამომხმარებლო ფასები ახალი სურსათის გარეშე (ასე ითვლის იქ ცენტრალური ბანკი) 1,2%-ით შემცირდა დეკემბერში, მას შემდეგ რაც ნოემბერში კლებამ 0,9% შეადგინა. COVID-19 პანდემია აგრძელებს ნეგატიური გავლენის მოხდენას სამომხმარებლო ბაზარზე - აღნიშნავენ ეკონომისტები.

რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს, საკვებ პროდუქტებზე ფასი 0,8%-ით შემცირდა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მომსახურება 1,3%-ით, კომუნალური მომსახურების ფასები კი 6,1%-ით შემცირდა, ხოლო საგანმანათლებლო მომსახურების - 2,2%-ით.

კოკა კვირკველია