საქართველოში შაქრის იმპორტი გაიზარდა.
კერძოდ, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 51,275 მლნ დოლარის ღირებულების 143 207 ტონაზე მეტი შაქარი შემოვიდა, მაშინ როცა 2019 წელს 50,346 მლნ დოლარის 128 616 ტონაზე მეტი შაქრის იმპორტი განხორციელდა.
მათ შორის, შაქრის იმპორტიორ ქვეყნებს შორის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ბრაზილია, საიდანაც 25,190 მლნ დოლარის შაქრის იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს რუსეთი - 9,158 მლნ დოლარით; მე-3 ადგილზე კი პოლონეთია, საიდანაც 7,195 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.
იმპორტიორ ქვეყნების ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებენ, საფრანგეთი და ბელარუსი, საიდანაც შესაბამისად, 3,046 მლნ-სა და 2,801 მლნ დოლარის შაქრის იმპორტი განხორციელდა.
გასული წლის წინასწარი მონაცემებით, შაქრის ძირითად იმპორტიორებს შორის იყვნენ ასევე უკრაინა და აზერბაიჯანი, საიდანაც 1,564 მლნ დოლარისა და 1,065 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.