შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ისი პარის“ სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს. როგორც 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, შპს „პრესტიჟი“ დაფუძნებულია 2004 წლის ივლისში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
2019 წლის ბოლოს კომპანია ფლობდა 19 809 167 ლარის აქტივებს. ამასთან, კომპანიის ამონაგები - 31 567 564 ლარი იყო; მათ შორის ამონაგების ძირითადი წილი - 22 092 269 ლარი მოდის სუნამოების რეალიზაციაზე, 4 835 329ლარი - კანის მოვლის საშუალებებზე; 3 905 635 ლარი - კოსმეტიკის რეალიზაციაზე; 511 576 და 222 755 ლარი კი თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებებზე.
რაც შეეხება რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებას, 2019 წლის ანგარიშგებით ის 16 092 667 ლარს შეადგენს; მათ შორის რეალიზებული სუნამოების - 11 168 647ლარი; კანის მოვლის საშუალებების თვითღირებულება - 2 578 655 ლარი; კოსმეტიკის - 1 953 224 ლარი; თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების კი შესაბამისად, 253 625და 138 516 ლარი იყო.
ამასთან, როგორც ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, „ისი პარის“ წმინდა მოგება და წლის მთლიანი სრული შემოსავალი 2019 წელს 2 072 217 ლარი იყო.
რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, როგორც რეესტრის ამონაწერით ირკვევა, კომპანიის 25%-25%-იან წილებს ფლობენ: დავით და გიორგი მედულაშვილები, ლევან მარგველაშვილი და პაატა გიგაური.