ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ ვინ ფლობს პლანეტაზე ყველაზე მეტ მიწებს? 2020 წლის აშშ - ის მიწის ანგარიშის და სხვა წყაროების მიხედვით შეგვიძლია მათი ვინაობაც ვიცოდეთ.
დედოფალი ელისაბედ II: 2.7 მილიარდი ჰექტარი
მსოფლიოს უმსხვილესი არასამთავრობო მიწის მესაკუთრე, დედოფალი ელისაბედ II. იგი დაახლოებით 2,7 მილიარდი ჰექტარ მიწას ფლობს. ეს არის დაახლოებით დედამიწის მიწის ზედაპირის მეექვსედი. “Crown Estate“, რომლიც მფლობელიც ელისაბედ მეორეა, მოიცავს ლონდონის მიწის ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ბრიტანეთში და დიდი ბრიტანეთის სანაპიროს ნახევარზე მეტს. დედოფალი ასევე ფლობს მიწების 90% -ზე მეტს კანადაში. უნდა აღინიშოს ისიც, რომ დედოფალს მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს.
ნუნავუტის გაერთიაება: 35,3 მილიონი ჰექტარი
ჩრდილოეთ კანადაში მდებარე ნუნავუტის ერთობა რეგიონში 35,3 მილიონი ჰექტარს ფლობს. ერთობას მიწა კანადის მთავრობამ 1993 წელს გადასცა.
ჯინა რინეჰარტი: 9,7 მილიონი ჰექტარი
ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ადამიანი ქვეყნის ნომერ პირველი კერძო მესაკუთრეც არის. 2016 წელს სამთო მაგნატმა ჯინა რინეჰარტმა, რომელიც 17,4 მილიარდ დოლარს ფლობს, S. Kidman & Co.-ს წილი შეისყიდა. შესაძლოა რეიჰარტმა კანადაში 2800 ჰექტარზე გაშენებული ნახშირის მაღარო Rocky Mountains გახსნას.
ინუვიუალის დასახლება: 9,1 მილიონი ჰექტარი
კანადაში, დასავლეთ არქტიკაში მცხოვრებ Inuvialuit- ის ერთობასთან, 1984 წელს შემდგარი შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფომ Inuvialuit -ებს 910,000 კვადრატული კილომეტრის მიწის ნაკვეთი გადასცა, რაც 9,1 მილიონი ჰექტარის ტოლია. რეგიონის ლოგო არის არწივი. ინუვიუალები თავს უძველეს კანადელ ტომებად მიიჩნევენ და კანადის ხელისუფლებასთან იდენტობის დაცვის გამო ჰქონდათ უთახმოება.
Zhongding Dairy Farming & Severny Bur- ის აქციონერები: 9,1 მილიონი ჰექტარი
მსოფლიოში ყველაზე დიდი, 9,1 მილიონი ჰექტარზე გაშენებული სხვადასხვა სახის მეურნეობა ჩინეთში კომპანიებს Mudanjiang City Mega Farm -ს, Zhongding Dairy Farming და რუსულ Severny Bur-ს ეკუთვნით.
რძის ფერმა, რომელიც პორტუგალიის ზომაა, ამარაგებს რუსეთის ბაზარს და მასში 100,000 ძროხა ცხოვრობს. ფერმა წელიწადში 800 მილიონ ლიტრ რძეს აწარმოებს.
ჯო ლუისი და სხვადასხვა აქციონერები: 6,4 მილიონი ჰექტარი
1824 წელს დაარსებული ავსტრალიის სოფლის მეურნეობის კომპანია, ქვეყნის უძველეს ფერმად ითვლება. ბრიტანელი ბიზნესმენი ჯო ლუისი კომპაიის ძირითადი აქციონერია. ჯო ლუისი ფლობს 6,4 მილიონი ჰექტარს ქუინზლენდის ტერიტორიაზე.
ჩრდილოეთ ავსტრალიის პასტორალური კომპანია: 6 მილიონი ჰექტარი
ჩრდილოეთ ავსტრალიის პასტორალური კომპანია, რომელიც 1877 წელს დაარსდა, ქუინსლენდსა და ჩრდილოეთ ალექსანდრიაში 1,6 მილიონი ჰექტარ მიწას ფლობს. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მასშტაბური მეურნეობა, მათ შორის დაახლოებით 55,000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია.
მაკლაკლანის ოჯახი: 5 მილიონი + ჰექტარი
კიდევ ერთი ავსტრალიური მეურნეობის ბიზნესი, ჯუმბაკის პასტორალური კომპანია ადელაიდაში, HP MacLachlan- ის უხუცესი წევრის, მიერ ჯერ კიდევ 1888 წელს დაარსდა. ფირმას დღეს მთლიანად ფლობენ დამფუძნებლის შთამომავლები. ისინი აკონტროლებენ ავსტრალიის ხუთ მილიონ ჰექტარზე მეტს 11 საკუთრების სახით და ქვეყნის მატყლის მთავარი მიმწოდებლები არიან.
მაკდონალდსის ოჯახი: 3,36 მილიონი ჰექტარი
მე -19 საუკუნის დასაწყისში ძველ მაკდონალდს ჰქონდა პატარა ფერმა. ამის შესახებ სიმღერა ალბათ, ბევრს აქვს მოსმენილი და ეს რეალობაა. წლების წინ, ავსტრალიელი ფერმერის, მაკდონალდსის მიერ დაწყებული მეურნეობა დიდი ხაია ძალიან მასშტაბური გახდა და დღეს მისი შთამომავლობა ქუინზლენდის გულში სულ 3,000 მლნ. ჰექტარ მიწას ფლობს.
მიწათმფლობელთა სიაში მოხვდნენ ბიზესმენები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც, მართალია, მათი ქონება შედარებით მოკრძალებულია, თუმცა არც თუ ისე პატარა.
კირილ მინოვალოვი: 450,000 ჰექტარი
რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი კირილ მინოვალოვი აკონტროლებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალაოს მწარმოებელ კომპანიას, ავანგარდ-აგროს.
კომპანია ფლობს ოთხ ქარხანას რუსეთსა და გერმანიაში, რომლებსაც 450,000 ჰექტარი მიწა ემატება.
იგორ ხუდოკორმოვი: 865,000 ჰექტარი
რუსი მაგნატი იგორ ხუდოკორმოვი ქვეყნის ყველაზე დიდი არასახელმწიფო მესაკუთრეა. მულტიმილიონერი აკონტროლებს შაქრის მწარმოებელ Prodimex- ს და სათბურის ობიექტს Agrokultura-ს, რომელიც საერთო ჯამში 865,000 ჰექტარს შეადგენს.
რუსლან მოლდაბეკოვი და EBRD: თითქმის 1 მილიონი ჰექტარი
მსოფლიოში უდიდესი თეთრეულის მწარმოებელი KazExportAstyk Holding ყაზახეთში თითქმის ერთ მილიონ ჰექტარ მიწას ფლობს. კომპანიის მფლობელია ყაზახელი ექიმი რუსლან მოლდაბეკოვი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ბანკმა მუშაობის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის 35 მილიონი დოლარის სესხი გაიღო.
ძმები ლინიკები: 1,05 მილიონი ჰექტარი
ვიქტორ ლინიკი და მისი ძმა ალექსანდრე ლინიკი წამყვან რუსულ ხორცის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიას “მირატორგს“ ფლობენ. ძმებს ხლო ურთიერთობა აქვთ რუსეთის პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევთან.
კომპანია მთელ ქვეყანაში აკონტროლებს ერთ მილიონ ჰექტარზე მეტს.
(წყარო - lovemoney.com)