ზუგდიდში სავაჭრო ცენტრი შენდება. Cushman & Wakefield Georgia პროექტის გაქირავებისა და მარკეტინგის კამპანიას ექკლუზიურად მართავს და მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან აწარმოებს.
სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმატკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს.
"სავაჭრო ცენტრის განვითარებას კომპანია BLOX • ბლოქსი უზრუნველყოფს. პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია "ბლოქსმა" ერთობლივად იმუშავეს. სამშენებლო პროცესი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას",- ნათქვამია Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორამციაში.