Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტი და ფაქტობრივად Samsung Group-ის ხელმძრვანელი ლი ჩჟე იონი არ აპირებს გაასაჩივროს სეულის სასამრთლოს მიერ გასულ კვირას გამოტანილი გადაწყვეტილება. როგორ ცნობილია, სასამართლომ მას 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა ლი ინ ჩჟემ განაცხადა.
მისი თქმით, „კლიენტი პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარს ამბობს ნებისმიერ შემოდგომ ქმედებაზე“. ორშაბათს იწურება აპელაციის ვადა, შედეგად კი თუ საჩივარი არ იქნება შეტანილი პროკურატურის მხრიდანაც, ვერდიქტი ძალაში შევა.
შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია Samsung Group-ის ხელძღვანელს ლი ჩჟე იონს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცნეს კორუფციასა და 7,8 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის გაფლანგვაში. საუბარია სკანდალზე, რომლის შედეგად ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს პაკ კინ ხეს მოუწია გადადგომა.
ლი ჩჟე იონს გამოძიებამ ბრალი 2017 წელს წაუყენა მექრთამეობისთვის. მაშინ მან ციხეში თითქმის ერთი წელი დაჰყო, თუმცა შემდეგ გაათავსუფლეს. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ საქმე კვლავ სეულის უმაღლეს სასამართლოში წარმოებაში დააბრუნა. მას ახალი ბრალდებებიც წაუყენეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თემთა კომისიამ გასცა პროკურატურაზე რეკომენდაცია, მოეხსნათ მისთვის ყველა ბრალდება და შეეწყვიტათ Samsung Group-ში ხელმძღვანელის ცვლილების გარემოებათა გამოძიება.
ლი ჩჟე იონი Samsung Group-ს სათავეში 2014 წელს ჩაუდგა, მას შემდეგ რაც მისი მამა ლი გონ ჰი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჩამოშორდა მართვის პროცესს. 2020 წლის ოქტომბერში ლი გონ ჰი სეულის საავადმყოფოში გარდაიცვალა.