ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,794 მლრდ დოლარით გაიზარდა.
ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,535 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24, 689 მლრდ ლარს). 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,741 მლრდ დოლარი იყო (მაშინდელი კურსით 16,463 მლრდ ლარი).
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 920,239 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,130 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,443 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 დეკემბრის მდგომარეობით, 2,396 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,901 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 712,596 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია: