საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.
„2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 966.9 მლნ ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.30 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი იანვრისთვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.