დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს ვირტუალურ ფორმატში იმართება

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს პანდემიის გამო ვირტუალურ ფორმატში ტარდება. გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ფორუმის დღის წესრიგშიც შესაბამისად მოხვდა შემდეგი საკითხები: მზარდი უმუშევრობა და ვალები, შემოსავლებში უთანასწორობა და კლიმატის ცვლილებები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მეთაურები, სამოქალაქო საზოგადოების, გლობალური მედიის ლიდერები და ახალგაზრდების წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წელს 25 იანვრიდან 29 ინვრამდე პერიოდში იმართება. დავოსის ფორუმი - ეს არის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის ყოველწლიური შეხვედრა. მას 1980 წლიდან გააჩნია წლის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოვლენის სტატუსი.