1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3043 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3043 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3044 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0147 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0228 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 შეადგინა.