BBC - Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამერიკულ კომპანია Moderna-ს ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმოიქმნება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ვაქცინაცია ასევე 2-ჯერ იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი სახეობა გაერთიანებულ სამეფოში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მაღალი სიკვდილიანობა არ ახასიათებს.