საქართველოში ჩინური ნივრის იმპორტი 353,5%-ით გაიზარდა.
თუ 2019 წელს საქართველომ ჩინეთიდან 351,6 ათასი დოლარის ნიორი იყიდა, 2020 წელს ჩინური ნივრის იმპორტი 1,592 მლნ დოლარამდე გაზარდა.
ამასთან, 2020 წელს ქვეყანამ თითქმის ორჯერ მეტი პროდუქტი შეიძინა, ვიდრე 2019 წელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ 1 437 ტონა (824.26 ათასი აშშ დოლარი) ნივრის იმპორტი განახორციელა, ხოლო 2020 წელს 2 845 ტონის (1,687 მლნ აშშ დოლარი), საიდანაც 94,3% ჩინეთზე მოდის (2 683 ტონა - 1,592 მლნ აშშ დოლარი). 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი 572.6 ტონას (351.6 ათასი აშშ დოლარი) შეადგენდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველო ნიორს ყიდულობს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ამის პარალელურად, ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე ნივრის მონოპოლისტი გახდა. როგორც East fruit წერს, ქვეყანამ 2020 წელს ექსპორტის მიმართულებით საკუთარი რეკორდი განაახლა.
East fruit-ის ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ექსპორტი ერთბაშად 28%-ით გაზარდა. შედეგად, ქვეყანამ ერთ წელში ექსპორტზე 2 მლნ ტონაზე მეტი პროდუქტი გაიტანა.
შედარებისთვის, ესპანეთმა, რომელიც ნივრის ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილზეა, მხოლოდ 185 ათასი ტონა პროდუქტის ექსპორტი განახორციელა, არგენტინამ კი - 100 ათას ტონაზე მეტი.
რაც შეეხება ჩინური ნიორის იმპორტიორებს, ათეულშია რუსეთიც, რომელმაც ჩინეთიდან 40%-ით მეტი ნიორი შეიძინა (54 ათასი ტონა). მართალია, უკრაინა ჩინური ნივრის იმპორტით მხოლოდ 38-ე ადგილზეა, თუმცა 2020 წელს საკუთარი მაჩვენებელი მანაც რეკორდულად გაზარდა და 58%-ით მეტი ნიორი იყიდა, ვიდრე წინა წელს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩინურ ნივრის ყველაზე დიდი იმპორტიორი ნიდერლანდებია, რომელმაც 2020 წელს 36,1 ათასი ტონა პროდუქტი შეიძინა.