გაერო - 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიო ეკონომიკისთვის 2020 წელს ორნახევარჯერ უარესი აღმოჩნდა, ვიდრე 2009 წლის ფინანსური კრიზისი. ამის შესახებ საუბარია გაეროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური სიტუაცია და პერსექტივები“.

„2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4,3%-ით შემცირდა, რაც ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. მოსალოდნელია, რომ 2021 წელს მოხდება 4,7%-იანი აღდგენა, რომელიც სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს 2020 წლის დანაკარგებს“, - წერია ანგარიშში.

გაეროს ეკონომისტის და გაეროს გენმდივნის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში ელიოტ ჰარისის განცხადებით, ამჟამინდელი ღრმა და მძიმე უპრეცენდენტო კრიზისი სამომავლოდ ნელ და მტკივნეულ ეკონომიკურ აღდგენას გვამცნობს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მანვე განაცხადა, რომ აღდგენის ნელ და გრძელვადიან ფაზაში შესვლისას ქვეყნებისთვის აუცილებელია „დაიწყონ გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვა, რომლებიც გაიკვლევენ გზას რყევებისადმი უფრო მეტად მდგრადი აღდგენისთვის“.

კოკა კვირკველია