„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილი თანამშრომლები მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი დედოფლისწყაროში ნავთობბაზასთან შეიკრიბნენ და გეგმავენ, კომპანიის წარმომადგენლებს ბაზიდან ამოღებული ნავთობის გატანის უფლება არ მისცენ. მათი თქმით, „ფრონტერას“ მხრიდან შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა.

კომპანიის მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი კი განმარტავს, რომ „ფრონტერას” ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებულ საკითხზე ხელახალი შეთანხმება შედგეს. თუმცა, ამ არგუმენტის აქციის მონაწილეებს არ სჯერათ. მათი თქმით, ამ დრომდე კომპანიიდან არავინ დაკავშირებიათ.