ექთანი, ლოგოპედი, ელექტრიკოსი - რომელია 2021 წლის 10 ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მან გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა დარგზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, ტურიზმზე, დასაქმებაზე.

ამერიკული გამოცემა Nasdaq აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროზე დაყრდნობით ასახელებს იმ 10 პროფესიას, რომელიც 2021 წელს ყველაზე მოთხოვნადი იქნება.

გამოცემის მიხედვით, პანდემიის გამო წინა წლებთან შედარებით დასაქმების ბაზარი როგორც აშშ-ში, ასევე მთელს მსოფლიოში გარკვეულწილად შეიცვალა- ზოგიერთი პროფესია უფრო მოთხოვნადი გახდა, ზოგი კი პირიქით.

გთავაზობთ, 2021 წლის TOP-10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიას: (როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში)

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
  • კომპიუტერული პროგრამების მხარდაჭერის სპეციალისტი
  • ექთანი
  • ინჟინერი
  • ფინანსური მენეჯერი
  • სამრეწველო დანადგარების მექანიკოსი
  • ელექტრიკოსი
  • პრაქტიკოსი მედდა
  • დაწყებითი სკოლის მასწავლებელი
  • ლოგოპედი

ბექა ბერიაშვილი