საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან 4,5-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, შეხვედრაზე არ იყო კერძო სექტორის არცერთი არგუმენტი გაზიარებული.
,,არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მოლაპარაკების შემდეგ, კრება დარჩა მხიარული. არ შევთანხმებულვართ არაფერზე არც ჩვენ და არც სხვა ბიზნესის წარმომადგნელი. ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც მთის კურორტები არიან, რომლებსაც მთელი სეზონი უწევთ, რომ იყვნენ დაკეტილი. როგორც ჩანს, მთავრობა გეგმავს, რომ საბაგიროები აამუშაოს ივლისში, ზუსტად ისევე როგორც ბათუმში, ღია კაფეების გახსნის უფლება თებერვალში მისცეს, რაც ცინიზმია და მეტი არაფერი.
ჩვენი ყველა არგუმენტის და გახსნის გზების სანაცვლოდ გვიხსნიდნენ, როგორი საშიში ვირუსია კოვიდი და როგორია მსოფლიო სტატისტიკა. არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ. მომდევნო შეხვედრა, ალბათ, რამდენიმე დღეში იქნება, მაგრამ უკვე აღარ მგონია, რომ შესაძლებელია შეთანხმება და კონკრეტული შედეგის გამოტანა“- თქვა ალავერდაშვილმა.
შეგახსნებთ, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესთან შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო. მთავრობის წევრებთან ერთად შეხვედრას ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.