Brand Finance-ის ყოველწლიურ რეიტინგში Global 500 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის ამერიკულმა Apple გასულ წელს დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა და შედეგად გადაუსწრო Amazon-ს და Google-ს.
2021 წლის რეიტინგში Apple შეფასებულია 263,4 მილიარდ დოლარად, რაც 87%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ბრენდის ღირებულების ზრდა გამოიწვია ბიზნესის წარმატებულმა დივერსიფიცირებამ, რომელმაც ის ნაკლებად დამოკიდებული გახადა iPhone-ების გაყიდვებზე - 2020 წელს სმარტფონებიდან მიღებულმა შემოსავლებმა კომპანიის მხოლოდ ნახევარი შეადგინა, მაშინ როცა 2015 წელს ის 2/3-ს შეადგენდა.
მეორე და მესამე ადგილებზე არიან ინტერნეტ-გიგანტები Amazon.com Inc., (+15%) 254,2 მილიარდის ღირებულებით და Google 191,2 მილიარდის ღირებულებით(+1%).
ათეულში არიან Microsoft ($140,4 მლრდ), Samsung ($102,6 მლრდ), Walmart ($93,19 მლრდ), Facebook ($81,48 მლრდ), ICBC ($72,8 მლრდ), Verizon ($68,9 მლრდ) და ჩინური WeChat ($67,9 მლრდ).
ზრდის ტემპების მიხედვით წლევანდელი ლიდერი გახდა Tesla, რომლის ბრენდის ღირებულება 158%-ით გაიზარდა და ახლა 32 მილიარდ დოლარს შეადგენს. ზრდის ტემპის მიხედვით მეორეზეა Alibaba (+108%), რომელიც 39,2 მილიარდ დოლარამდე გაძვირდა, ხოლო მის მფლობელობაში არსებული ბრენდების - Taobao და Tmall-ის ღირებულება შესაბამისად, 44%-ით $53,3 მილიარდამდე და 60%-ით 49,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
არიან „ანტი-ლიდერებიც“, რომელთა ბრენდის ღირებულება შემცირებულია წინა წელთან შედარებით, ასეთებს შორის არიან Boeing - 40%, $13,6 მლრდ, American Airlines - 40%, $5,3 მლრდ, Airbus - 36% $9,1 მლრდ.
Brand Finance Global 500-ის 2021 წლის რეიტინგში ამერიკული და ჩინური ბრენდები სჭარბობენ და მათზე ბრენდების ჯამური ღირებულების 2/3 მოდის.