29 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2021 წლის 29 იანვარს 06:30 სთ-დან 09:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.