საერთაშორისო სავალუტო ფონდი - პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო 2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა გიტა გოპინატმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

სავალუტო ფონდის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, ასევე განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დააზარალა.