პანდემიის მიუხედავად, ჩვენ 2 მლრდ 200 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც არის ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და 80 მილიონით მეტი, ვიდრე ოდესმე იყო ინვესტირებული ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო თითქმის ერთი წელია სამშენებლო პროექტებს ახორციელებს ისეთი სახით, რომ პანდემიამ პროცესზე რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს.
„ეს არის ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უწყების წარმატება. მე ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს, ყველა უწყებას, თავისივე სფეროებში პანდემიის პარალელურად აქვთ გარკვეული მიღწევები. კიდევ უფრო საამაყოა ჩვენთვის, რომ ამ სირთულეს ჩვენ ვპასუხობთ იმ საქმით, იმ ქმედებებით, რომელსაც ჩვენ პანდემიის მიუხედავად ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.