საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 007 ტესტი ჩატარდა.