გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 71.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 24.4 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 7.45%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.07%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 9.7 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 4.04 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 44.6%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 24.9 და 10.9%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.