ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებ-გვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი ყალბი ვებგვერდი, რომელიც ითხოვს მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანას, რითიც ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.
ასოციაცია მომხმარებლებს სთავაზობს რჩევებს კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის: